

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რეაბილიტირებული მონაკვეთი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების - ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის.
„პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი