

დღეს, 14 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე 3x3 კალათბურთში, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება. საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ინფორმაციით, შეჯიბრება 20:00 საათზე დაიწყება და მას ჭალის კალათბურთის მოედანი (სხირელის დარბაზის მიმდებარედ) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში იმართება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ტარდება.დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება