

გორში, ჭანტურიას ქუჩაზე, მოქალაქეებმა კანონის დარღვევით, თვითნებურად გადაჭრეს ხე, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის გადაბელვის ან მოჭრის სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ნებართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან აიღონ.
„გვიან ღამით, ჭანტურიას ქუჩაზე, მოქალაქეებმა კანონის დარღვევით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადაჭრეს ხე-მცენარე. აღნიშნულის ჩამდენის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ნორმები. გორის მუნიციპალიტეტის მერია შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებების განსახორციელებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან შესაბამისი ნებართვა მოიპოვოთ. მოგმართავთ თხოვნით, გაუფრთხილდეთ ჩვენი ქალაქის მწვანე საფარს“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება