

თავისუფალი სტილის მოჭიდავე გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოგებით დაასრულა. ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ამერიკელი მეისონ მარკ პერისი 8:6 დაამარცხა. ფინალში კი, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან 0:11 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გორელ სპორტსმენს, ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მედალი (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი