

ბრწყინვალედ იასპარეზა გორელმა ძიუდოისტმა თამაზ ბიგანაშვილმა (+81 კგ) 15-16 თებერვალს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე უმცროს ჭაბუკებს შორის და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.
ბიგანაშვილს ოქროს მედლამდე სავალ გზაზე 5 მოწინააღმდეგის დამარცხება მოუწია და ყველას აშკარა უპირატესობით აჯობა.
შეჯიბრებას კასპის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა და ჩემპიონ-პრიზიორები სულ 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ბიგანაშვილის გარდა, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სამმა სპორტსმენმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი: დათო ქარელი (50), საბა სამადაშვილი (66), ნუკრი ბიბილაშვილი (81). ასევე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ მოჭიდავემ, რომა ბერძენიშვილმა (55).
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება