

დღეს, 28 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი გაიმართება. გორის „დილა“ „თელავს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „კავკასიონი არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
მსურველებს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა rb . gy / 7 guk0 შეეძლებათ.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი