

გორის „გორი“ ეროვნული ლიგა 3-ის მე-20 ტურის მატჩში „ბორჯომს“ დაუპირისპირდება. საფეხბურთო კლუბის - „გორი“ ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 28 სექტემბერს, ხაშურის გრიგოლ ჯომართიძის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გასული ტურის მატჩში „გორი“ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. გორელთაგან მოწინააღმდეგის კარში ორივე გოლი საბა გეგელაშვილმა გაიტანა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი