

ეროვნული ლიგა 3-ის მე-20 ტურის მატჩში გორის საფეხბურთო კლუბმა „გორი“ „ბორჯომს“ ანგარიშით 2:0 სძლია.
საფეხბურთო კლუბის „გორი“ ინფორმაციით, ბორჯომელთა კარში თითო გოლი გოგი მამულაშვილმა და გიორგი ხაჭაპურიძემ გაიტანეს.
მატჩს გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონმა უმასპინძლა.
მომდევნო შეხვედრას „გორი“ „რუსთავის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 5 ოქტომბერს ქართლის სტადიონზე გაიმართება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი