

გორის №8 საჯარო სკოლა, ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „თამარიონი“ და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა სასკოლო კონკურსის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2023“ ფინალშია.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ნახევარფინალში საქართველოს 150 სკოლა მონაწილეობდა.
მათივე ცნობით, 2022-2023 წლის საკონკურსო თემაა - მდგრადი განვითარების სკოლა.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გარდა, სასკოლო კონკურსის ფინალში შიდა ქართლიდან კიდევ ერთი, ხაშურის №1 საჯარო სკოლაც მოხვდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება