

ფარნაოზ ჩიკვილაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე ძიუდოში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა - ნოდარ კობალაძემ და დავით პაპუკიშვილმა პირველი ადგილები დაიკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პაპუკიშვილი 81 კგ.- ში, ხოლო კობალაძე +81 კგ.-ში ასპარეზობდა.
ცნობისთვის, ფარნაოზ ჩიკვილაძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ახმეტაში ჩატარდა. შეჯიბრში 2007-2008 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი