

რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონში, სოფელ ტირძნისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმ დავით ღვინიაშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის - ახალგაზრდა მამაკაცის და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ახალგაზრდა მამაკაცს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა. 25 წლის ქალს, კი, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ოპერაცია ჩაუტარდება.
გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის ტირძნისის მონაკვეთზე მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება