გორში მწერალ ბესიკ კაიშაურის შემოქმედებითი საღამო და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართება და თანამედროვე ავტორის 60 წლის იუბილეს მიეძღვნება.
„იუბილარი საზოგადოებას ახლახანს გამოცემულ წიგნს - „სულსა სურს“ წარუდგენს, რომელშიც გამოქვეყნებულია ავტორის ნოველები, ჩანახატები, მინიატურები, წერილები, აზრები...
საიუბილეო საღამოზე დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია (სამეფოს ქუჩა 5) უმასპინძლებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს