

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე შეხვედრაში გორის გუნდი „ივერიონი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს - „კავკასიას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 11 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩს გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ცნობისთვის, სუპერლიგის მეორე შეხვედრა „ივერიონმა“ „ბათუმის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 72:74 დამარცხდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი