

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის კანონპროექტი მომზადდა.
ცვლილებების თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილებაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდვა დაწესდება შემდეგი კატეგორიის ავტომობილებისთვის: M3 – 5 ტონაზე მეტი მასის და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
N2 - 3,5-დან 12 ტონაზე მეტი და N3 – 12 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.
აღნიშნული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, 3 000 ლარით დაჯარიმდება.
საკანონმდებლო ცვლილება ქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
დედაქალაქის საკრებულო პრობლემის გადასაწყვეტად „პიკის“ საათებსა და საცობებისგან გადატვირთული ადგილების ჩამონათვალს ახლო მომავალში განსაზღვრავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება