

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაში 31 სკოლა მონაწილეობდა.
შეჯიბრის გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილზე პირველი, ხოლო მესამეზე მეცხრე საჯაროს სკოლის გუნდი გავიდა.
ღონისძიებას გიორგი მოსიძე უძღვებოდა.
ცნობისთვის, შემეცნებით-გასართობი მარათონი ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის „EU4Georgia 4“ მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში წამოიწყო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თბილისს და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება