

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მაისურაძე (55 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
შეჯიბრი სომხეთში, ერევანში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ცნობისთვის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 17 წლამდელთა ნაკრებმა შეჯიბრება ცხრა მედლით დაასრულა. მოპოვებული მედლებიდან ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის, ოთხი კი ბრინჯაოს სინჯისაა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება