გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორი სანდრო ელოშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „ოტელოს“ წარუდგენს.
საპრემიერო ჩვენებები შაბათს და კვირას, 18 -19 ნოემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, თორნიკე ბასიშვილი, გიორგი გოგუაძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, იოსებ მგალობლიშვილი, მზიკო ტურაშვილი, ნათია ჩიკვილაძე და მერაბ ჭანკოტაძე მონაწილეობენ.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს