

სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და კოლეგებმა, სამედიცინო დაწესებულების ეზოში არსებულ მემორიალთან პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპული ექიმის ხსოვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
,,22 ნოემბერს გიორგი აბრამიშვილის დაბადების დღეა.
2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დაბომბვის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ექიმი ტრავმატოლოგი 56 წლის გახდებოდა.
სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და კოლეგებმა, სამედიცინო დაწესებულების ეზოში არსებულ მემორიალთან პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპული ექიმის ხსოვნას.
სამხედრო ჰოსპიტალი 2013 წლიდან გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება