

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 17 დეკემბერს აინთება. მოსამზადებელი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელის - შეკრებილების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, მოეწყობა ფლეშ მობი. ღონისძიებას მუსიკალურად გორის გოგონათა გუნდი გააფორმებს.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 18:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები აანთებენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება