

გორის ხელოვნების სახლში ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ შეხვედრას გამართავს. ღონისძიება ხვალ, 14 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის ფარგლებში, მუსიკოსები ბენდის ისტორიაზე, შემოქმედებით პროცესზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ალბომზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა მუსიკალურ იმპროვიზაციას მოისმენს.
„ჯაზ-ბენდი 2007 წელს გორში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობს. „კანუდოსმა“ 2018 წლის ბოლოს პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით „მესამე სივრცე“ გამოსცა, რომელიც 5 კომპოზიციას მოიცავს. უახლოეს მომავალში კი მსმენელი ახალ ალბომს „ყვავილების ხმაურს“ იხილავს“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „Art House 20 23“„გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს