
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და ტემპერატურის მკვეთრად კლებაა მოსალოდნელი, 9 ნოემბერს კი, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია მცირე თოვლი.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 5 ნოემბერს გორში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +11 გრადუსს მიაღწევს.
ნაწილობრივ ღრუბლიანობა, უნალექო ამინდი და მაქსიმალური +10 გრადუსია ნავარაუდევი გორში 6 ნოემბერს.
ღრუბლიანობა და მთელი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი 7 ნოემბერს, ჰაერი კი მხოლოდ 7 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, +8 გრადუსი და პერიოდულად ღრუბლიანობა დაფიქსირდება 8 ნოემბერს, დღე უნალექოდ ჩაივლის.
რაც შეეხება 9 ნოემბერს, ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა, გამთენიისას კი, ზოგიერთ მონაკვეთზე - მცირე თოვლი (მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მეტად მოთოვს). ჰაერის ტემპერატურა გორში +6 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგიერთ სოფელში კი - +3 გრადუსამდე.
რაც შეეხება 10, 11, 12 და 13 ნოემბერს, ნალექი მოსალოდნელი არ არის, მცირედით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.