Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.
ბოლო პერიოდში საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ პედიატრიული საწოლების მობილიზება დაიწყო.