უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ამ პერიოდის განმავლობაში, დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულია, თუ ვის არ ეხება უქმე დღეები.
შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ. რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge
4 მაისის შემდგომ დღეებში კი მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე.