

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ კარბში მცხოვრებ კაპანაძეების ოჯახს ხის კოტეჯი შეუძინა.
გიორგი კაპანაძის შვიდსულიანი ოჯახი გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან ერთად მოინახულა და ახალ საცხოვრისში გადასვლა მიულოცა. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ოჯახს პროდუქტიც გადასცეს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქველმოქმედმა კაპანაძეები ავეჯით უზრუნველყო.
„ოჯახი წლების განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გიორგი კაპანაძე, ავარიის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვა და არაერთი ოპერაცია დასჭირდა.
გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ ორი ოჯახს გადასცემს. უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება