

უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაყოფების შეჭრის შემდგომ მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად 346 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, გარდაცვლილების გარდა, დაშავდა 645 მოზარდი, თუმცა, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო.
„ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, დაიღუპა 346 ბავშვი და დაშავდა 645. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ასევე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი