

ქართლის, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები კვლავ გამოჩნდნენ. ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე მოვაჭრეები აცახადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ცნობისთვის, აღნიშნული ქუჩები უსახური დახლებისაგან 9 ივლისს გაიწმინდა, მანამდე კი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად კონკრეტული ვადა მისცეს.
გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი