

სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა’’, „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ ან ,,პედიატრია’’, ასევე, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 400-600 ლარია.
მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გააგზავნონ.
სამუშაოს დაწყების თარიღი 2022 წლის 1 სექტემბერია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება