

სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, აზერბაიჯანული და სომხური ენები - naec მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 16 აგვისტოს, მასწავლებლების ტესტირების შედეგები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა.
აპლიკანტებს სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, აზერბაიჯანული და სომხური ენების გამოცდების შედეგების გაგება უკვე შეუძლიათ.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
პირად გვერდზე გამოჩნდება თითოეული ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულა.
naec-ის ინფორმაციით, მასწავლებლებს მიღებული ქულის გასაჩივრება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე შეეძლებათ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი