

გორში მიმდინარე ახალგაზრდობის დღეების ფარგლებში, პროგრამა FID მონაწილე ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მის მოადგილესს, თამაზ შიოშვილს შეხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან მოისმინეს იმ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და რელევანტურია.
ამასთან, მერმა ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიჟღერა ისეთმა შეკითხვებმა, როგორიცაა ახალგაზრდების დასაქმება, ახალგაზრდული სივრცეების მხარდაჭერა, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ.
ცნობისთვის, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“ გახლავთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება