ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 12:00 საათზე გამოქვეყნდება
დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. კერძოდ, ცნობილი გახდება ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე.
საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მას შსს-შიხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს
დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაცია მიიღოს - ირაკლი კობახიძე