

გორში, სტალინის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთის პერიმეტრზე, გამწვანების სამუშაოების განხორციელების შემდეგ, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომრომლები აწარმოებენ.
„სტალინის გამზირზე, იქ სადაც პროექტის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები შესრულდა, ამჯერად, გაზონების გასარწყავიანება მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააადვილებს გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი