

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგი დაიწყო.
„7 მოდულისგან შემდგარი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა პედაგოგებს მიაწვდის სასარგებლო ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აქტუალური თემების სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდების შესახებ. პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მასწავლებლის სახლი ავრცელებს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყო და 6 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს ელექტრონულ მისამართზე: forms.office.com
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი