

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის, ასევე, სოფლის მასშტაბით.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთის სოფლების - ორმოცის და მღებრიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ხორციელდება.
12 კილომეტრამდე გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას მძღოლებს გაუვალი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება