

რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარედ არსებულ შუქნიშანთან. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაშავებული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი