

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
დამსაქმებლის მოთხოვნით, ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენ პირს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების შესახებ. ასევე, საჭიროა ჰქონდეთ ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის ან სამედიცინო განათლება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 480 ლარია. რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, კვირაში 30-საათს მოიცავს. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 12 დეკემბერია მითითებული.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი