

სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ ან „პედიატრია“ და სასურველია სკოლის ექიმის თანამდებობაზე და ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 2 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი