

დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა. წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, ვაზის ჯვრით იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ტახტს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ.
326 წელს, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი