

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთში, დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.
დაშავებულია 500-მდე ადამიანი.
მიწისძვრის ძლიერი ბიძგები გავრცელდა სირიის ტერიტორიაზეც, სადაც ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში მიწისძვრის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
თურქეთსა და სირიაში ამ წუთებშიც გრძელდება შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება