

გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საბჭოს წევრებს წინა შეხვედრების დროს წარდგენილი რეკომენდაციების და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საბჭოს მხრიდან ასევე დაიგეგმა გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები იმ ქუჩების მოსახლეობასთან, რომელთა სახელდების ცვლილებაც მომავალშია დაგეგმილი.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებული იყო მოსახლეობის მხრიდან შესული ინფრასტრუქტურული და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მიმოხილვა, ახალგაზრდული სივრცეების და ტექნოლოგიური მიმართულებით ინიციატივების განხილვა და თანადაფინანსების პროგრამებზე ხელმისაწდომობის გაზრდის საკითხი.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება