„ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ - პროექტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა.
გორს ათამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ეწვივნენ, ეთა-ს ტერიტორიაზე ერთი დღე გაატარეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებმა თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს და ფეინთბოლის შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა.
„პროექტი „ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს